სისხლიანი გარჩევა ვაკეში - ადვოკატი დაპირისპირებაში მამა-შვილი კაჭკაჭაშვილების მონაწილეობას უარყოფს
ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ადვოკატი გიორგი გელხაური მამა-შვილ კაჭკაჭაშვილების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ამას მათი სახელის გაშავების მცდელობად აფასებს. შსს-მ ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი უკვე დააკავა.

სისხლიანი გარჩევა ვაკეში - კაჭკაჭაშვილების უფლებადამცველი კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები აღნიშნულ გარჩევაში მონაწილეობდნენ.
გიორგი გელხაურის თქმით, კადრებშიც, რომლებიც გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ არანაირი შემხებლობა არცერთ მათგანს აღნიშნულ კონფლიქტთან არ ჰქონია.
უფლებადამცველი ამბობს, რომ არ იცის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება რას ემსახურება, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს მათი სახელის გაშავების მცდელობაა.
რა კადრებიც გავრცელდა, კაჭკაჭაშვილები იქ არ ჩანან, არანაირი შემხებლობა არც მერაბს და არც გიორგის ამ კონფლიქტთან არ აქვთ, არანაირი დაინტერესება მათ არ გააჩნიათ, ამ კონფლიქტის მიმართ. შესაბამისად, ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ ვიცით, რას ემსახურება, ის წარდგენილი ბრალდებაც, რომელიც მას ადრე ჰქონდა წარდგენილი ბრალდება, მერე იშ შეიწყალა პრეზიდენტმა, ემსახურება ერთ რამეს, რომ მოხდეს მათი სახელის გაშვება, და რაღაცნაირად დაკავშირება კრიმინალთან. გავრცელდა მაკას ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ გამოკითხვაზე იყვნენ, თუმცაღა, მერაბმა მითხრა, რომ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, მაკას მის გამოკითხვასთან დაკავშირებით და ამ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოკითხულებიც კი არ არიან. რაც შეეხება მათ იქ ყოფნას - იმ კორპუსში ცხოვრობენ, სადაც მოხდა კონფლიქტი, შესაბამისად, თუ იქ ვინმემ სადმე რამე გაიარა, მათ გადაადგილების უფლებას ვერ აუკრძალავ, - ამბობს უფლებადამცველი.
მრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან.
სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას (დაჩი ტვილდიანს) ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…