პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters - ტრამპი მზად არის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისგან თავი შეიკავოს თუ პროვოკაციები არ იქნება

Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპი მზად არის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისგან თავი შეიკავოს, თუ პროვოკაციები არ იქნება. გამოცემის წყაროების თანახმად, მან გაითვალისწინა მოკავშირეების, მათ შორის საუდის არაბეთის პრინცის თხოვნა, არ დაუბრუნდეს სრულმასშტაბიან ომს.

Reuters - ტრამპი მზად არის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისგან თავი შეიკავოს თუ პროვოკაციები არ იქნება
ინტერპრესნიუსი

ტრამპი მზად არის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისგან თავი შეიკავოს თუ პროვოკაციები არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი მონაცვლეობით საუბრობდა ომის ახალი დარტყმების ესკალაციასა და, მეორე მხრივ, საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ტრამპს, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გადაუწყვეტია როგორ მოაგვაროს ეს არაპოპულარული კონფლიქტი, რომელიც მან თებერვალში ისრაელთან ერთად დაიწყო.

თუმცა, წყაროების თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან და სადაზვერვო ბრიფინგების სერიის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახალი დარტყმებისგან თავის შეკავებას განიხილავს.

მან ასევე რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების პოზიცია გაითვალისწინა, რომლებმაც მას სთხოვეს არ დაუბრუნდეს სრულმასშტაბიან ომს.

„ამის დაუყოვნებლივ დასრულება შემიძლია, მაგრამ ერების თხოვნით, რომლის დაცვასაც ვცდილობ, ამას ცოტა უფრო ხანგრძლივი გზით, ცოტა უფრო ცივილურად ვაკეთებთ,” - განაცხადა ტრამპმა 12 ნოემბერს ინტერვიუში.

წყაროების თქმით, 31 ოქტომბერს ტრამპმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ-სალმანს უთხრა, რომ ის აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების განხორციელებას განიხილავს. თუმცა, მემკვიდრე პრინცმა მას ამისგან თავის შეკავება სთხოვა და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შედეგს იძლევიან.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები