პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - პოლიციამ მამა-შვილი კაჭკაჭაშვილები გამოკითხა

ქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, მრგვალ ბაღთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე პოლიციამ გიორგი კაჭკაჭაშვილი და მისი მამა გამოკითხა. წყაროს ინფორმაციით, ჩხუბის დროს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.

სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიორგი კაჭკაჭაშვილი და მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი პოლიციამ გამოკითხა.

ინფორმაციას "პირველებთან" ადასტურებს გიორგი კაჭკაჭაშვილის დედა. მაკა ქათამაძემ თავადაპირველად თქვა, რომ მისი ოჯახის წევრები დაპირისპირბის მომეტში საცხოვრებელ სახლში იყვნენ.

მოგვიანებით ქათამაძემ ეს ვერსია შეცვალა და აღნიშნა, რომ მისი ქმარ-შვილი იმიტომ გამოკითხეს, რომ ინცინდენტის დროს ისინი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ.

დიახ, სახლში იყვნენ და არსად, არაფერში მონაწილეობდნენ ესენი [გიორგი კაჭკაჭაშვილი და მერაბ კაჭკაჭაშვილი]. მათი გამოკითხვა მოხდა. დაკავებულები არიან მე როგორც ვიცი სხვა პირები და ესენი სახლში იყვნენ. უბრალოდ შემთხვევით, [გამოკითხეს იმიტომ, რომ] რადგან იქ ცხოვრობდნენ, ასე გადაადგილდებოდნენ და ასე მოხდა - გამოკითხვა და დასრულებულია ყველაფერი.

გამორიცხულია, [რომ ჩემი ქმარი ურტყამდა ვინმეს] ამოიღონ კარგად კამერები, ნახონ"- აცხადებს დედა.

ცნობისთვის, "პირველების" რედაქციას მოქალაქეებიმა მიაწოდეს კადრები, სადაც თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე სისხლიანი გარჩევა და ჯგუფური ჩხუბია გადაღებული.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.

კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობს. წყარო ამბობს, რომ ვიდეო-მასალაში ჩანან პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილი, მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი, თემურ ქათამაძე.

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურისისხლიანი გარჩევა ვაკეში - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი
  2. ფორმულაოპოზიციურივაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
  3. ალიაოპოზიციურიდაპირისპირება ვაკეში – დაჭრილია ,,ოცნების” ახალგაზრდულის წევრი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე 7 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები