სისხლიანი გარჩევა ვაკეში - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი
თბილისში, ვაკეში მომხდარი ჯგუფური ჩხუბისას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დაჩი ტვილდიანი ცივი იარაღით დაჭრეს, გამოძიება კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.
"პირველების" რედაქციას მოქალაქეები აწვდიან კადრები, სადაც სადაც თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე სისხლიანი გარჩევა და ჯგუფური ჩხუბია გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.
"პირველების " ინფორმაციით, სტუდენტს ოპერაცია "ხეჩინაშვილის კლინიკაში" ჩაუტარდა, ის საავადმყოფოდან რამდენიმე საათის წინ გაწერეს.
კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობს. წყარო ამბობს, რომ ტვილდიანს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებს, რომ ვიდეო-მასალაში პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილის მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი, თემურ ქათამაძე ამოიცნეს.
სისხლიანი ანგარიშსრების ადგილზე "პირველებს" უდასტურებენ, რომ ადგილზე გუშინ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოკითხეს თვითმხილველები.
მომხდარზე გამოძიება უწყებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. ჰყავს თუ არა შსს-ს დაკავებული ეს ოფიციალურად არ დასტურდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…