პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”

ქართული ოცნება

ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”
ინტერპრესნიუსი

ALDE პარტიამ რეზოლუცია - „საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება“ მიიღო.

დოკუმენტით ALDE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

„ვგმობთ: „ქართული ოცნების” ავტორიტარულ

რეპრესიებს, მათ შორის პარტიების ასაკრძალად სასამართლო პროცესებს, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, სასჯელს ონლაინ კრიტიკისთვის, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვებს და ძალის ბოროტად გამოყენებისთვის დაუსჯელობას, რაც საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.

მოვუწოდებთ:

დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, მათ შორის მემკვიდრე პარტიების მეშვეობით გვერდის ავლა, და პარტიულ აფილირებაზე ან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დასაქმების საფუძველზე პოლიტიკური გარიცხვა; გარანტირებული იყოს პოლიტიკური მონაწილეობა.

დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ისინი, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იყვნენ დაკავებული.

პოლიტიკურად მოტივირებული საბოტაჟის ბრალდებები მოიხსნას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, დაცულ იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები; უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლო პროცესების მონიტორინგი.

დასრულდეს დაკავება და არაპროპორციული ჯარიმები მშვიდობიანი პროტესტებისთვისა და გამოხატვისთვის, მათ შორის ონლაინ კრიტიკისთვის; გაწვეულ იქნას სასჯელის დამდგენი დებულებები.

გაწვეულ იქნას რეპრესიული უცხოური აგენტებისა და დაფინანსების შეზღუდვები; აღდგენილ იქნას დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა; მოხდეს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია; მოხდეს წამების, არასათანადოდ მოპყრობისა და თავდასხმების დამოუკიდებლად გამოძიება.

ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მიუკერძოებელი ადმინისტრირებით, საერთაშორისო დაკვირვებით, შეუზღუდავი ოპოზიციური მონაწილეობით და დაშინების წინააღმდეგ დაცვით”,- ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციის ტექსტს პარტია „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებასა და ახალი არჩევნების...
  2. TV პირველიოპოზიციურიმკაცრი რეზოლუცია დუბლინიდან: "ALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს"
  3. TV პირველიოპოზიციურიALDE „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები
  5. ალიაოპოზიციურიALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს – რეზოლუციის დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები