„ალდე“ – მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას
„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფრთხე ასობით ათას ამომრჩეველს პოლიტიკურ წარმომადგენლობას წაართმევს, და ევროკავშირს პასუხისმგებელი პირების მკაცრი სანქცირებისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს, – ასე ეხმაურება „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ.
როგორც „ალდეს“ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიცური პარტიების აკრძალვის პროცესს ევროკავშირმა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.
„„მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ახლა აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ეს ეხება ჩვენი ALDE-ს წევრ პარტიებსაც. მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა უშუალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს. ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
GEORGIAN DREAM IS TAKING ITS AUTHORITARIAN CRACKDOWN EVEN FURTHER! 🇬🇪 😡
Now, major opposition parties face being banned, potentially stripping hundreds of thousands of Georgian voters of their political representation, including our own ALDE member parties.
After targeting protesters, civil society and independent media, the Georgian Dream is now going after political opposition itself.
The EU must respond with tougher sanctions against those responsible.
We stand with the Georgian people fighting for freedom and a European future.
— ALDE Party (@ALDEParty) October 21, 2026
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.