პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები

ALDE რეზოლუციით მოუწოდებს ევროკავშირსა და პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიებში ჩართულ პირთა წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები დააწესონ.

ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები
ინტერპრესნიუსი

ALDE-ს რეზოლუცია - „საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება“, მოუწოდებს ევროკავშირს ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს რომ „მოხდეს ივანიშვილის, პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი ლეგალურად სანქცირებადი პირების წინააღმდეგ კოორდინირებული აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები”.

ასევე, „ევროკავშირის შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, მოხდეს კოორდინირებული ეროვნული ზომების მიღება“.

„[ურთიერთობების] ნორმალიზება დამოკიდებული იყოს გაზომვად დემოკრატიულ პროგრესზე, პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო მოგვარებაზე; შენარჩუნდეს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კავშირები.

მხარი დაუჭიროთ დამოუკიდებელ ჟურნალიზმს, სამართლებრივ დაცვას, ძალის ბოროტად გამოყენების დოკუმენტირებას და სამოქალაქო მონაწილეობას, მათ შორის გადასახლებულებს შორის; იყოს სასამართლოს პროცესებისა და დაკავებების მონიტორინგი; საჯაროდ დაუპირისპირდით ხელის შეშლას.

შენარჩუნდეს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო და პირადი კავშირები, და საქართველოს ევროპული მომავალი დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, სუვერენიტეტითა და ტერიტორიული მთლიანობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პირობას ვდებთ რომ:

შენარჩუნდება ქართული წევრი პარტიების მონაწილეობა ALDE-ში შიდა პოლიტიკური აკრძალვების მიუხედავად.

ბიუროს მეშვეობით მოვახდენთ ქართველ წევრებთან და Renew Europe-თან კოორდინაციას პოლიტპატიმრებზე, სასამართლო პროცესების მონიტორინგზე და სანქციებზე; სამი თვის განმავლობაში ანგარიშს გამოვაქვეყნებთ და მოვახდენთ ლიბერალური ოფიციალური პირების მობილიზებას“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომლის ტექსტსაც „დროა“ ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებასა და ახალი არჩევნების...
  2. TV პირველიოპოზიციურიმკაცრი რეზოლუცია დუბლინიდან: "ALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს"
  3. TV პირველიოპოზიციურიALDE „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”
  5. ალიაოპოზიციურიALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს – რეზოლუციის დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE-ს პრეზიდენტი - „ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო რეპრესიული ხდება - ევროკავშირს მოვუწოდებთ, უფრო გამბედავად იმოქმედონ: რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა და სავიზო შეზღუდვებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები