ALDE „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი
ALDE „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.
დუბლინში გამართულ საბჭოზე მიღებულ რეზოლუციაში ალიანსი აკრიტიკებს მოქალაქეთა პოლიტიკური საქმიანობიდან გარიყვის მცდელობებს და ხელისუფლებას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების გარანტირებას სთხოვს.
ALDE-ს შეფასებით, პოლიტიკური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების პროცედურები და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.
ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეპრესიებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურებს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკისთვის დასჯას, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე დაუსჯელობას, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
მოუწოდებს:
– შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, მათ შორის აკრძალვის გვერდის ავლის მიზნით შექმნილი მემკვიდრე პარტიების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები; ასევე, შეწყდეს პირთა პოლიტიკური საქმიანობიდან გარიყვა პარტიული კუთვნილების ან უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში დასაქმების საფუძველზე. გარანტირებული იყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება"- წერია განცხადებაში.
პარტიების აკრძალვის შეწყვეტის მოთხოვნის პარალელურად, ევროპელი ლიბერალები რეზოლუციაში კიდევ რამდენიმე კრიტიკულ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას:
პოლიტპატიმრების გათავისუფლება: ალიანსი მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრისა და იმ პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის გამო დააკავეს.
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა: დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საბოტაჟის ბრალდებით წარმოებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.
გამოხატვის თავისუფლება და დაუსჯელობა: ALDE გმობს ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკისთვის მოქალაქეთა დასჯის პრაქტიკასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაუსჯელობას.
უსაფრთხოება და სამართლიანი სასამართლო: რეზოლუციაში ხაზგასმულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო ადვოკატირებაში ჩართული პირების დაცვის აუცილებლობა, ასევე დამოუკიდებელი მონიტორინგის პირობებში სამართლიანი სასამართლო პროცესების უზრუნველყოფა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებასა და ახალი არჩევნების...
მკაცრი რეზოლუცია დუბლინიდან: "ALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს"
ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”
ALDE-ს რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მოხდეს ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღების პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები
ALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს – რეზოლუციის დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…