პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მკაცრი რეზოლუცია დუბლინიდან: "ALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს"

ქართული ოცნებაეუთო

ALDE-მ დუბლინის სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მკაცრი რეზოლუცია დუბლინიდან: "ALDE ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვს"
TV პირველი

ევროპიდან „ქართული ოცნების“ მისამართით მორიგი მწვავე გზავნილი მოდის. ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) დუბლინის სამიტზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო, სადაც "ქართული ოცნების" ქმედებები პირდაპირ არის შეფასებული, როგორც „ავტორიტარული რეპრესიები“.

ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციაში ხაზგასმით არის დაგმობილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, ონლაინ კრიტიკის გამო მოქალაქეების დასჯა და ძალადობაში მხილებული პირების დაუსჯელობა.

"ALDE-ს (ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის) საბჭო ადასტურებს ჰელსინკის, ბრიუსელისა და ვენის რეზოლუციებს, ეყრდნობა ევროპარლამენტის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს (OSCE) დასკვნებს;

გმობს:

„ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეპრესიებს, მათ შორის პარტიების აკრძალვის პროცედურებს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ონლაინ კრიტიკისთვის დასჯას, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და დარღვევებზე დაუსჯელობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

მოუწოდებს (საქართველოს ხელისუფლებას):

შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, მათ შორის ამ აკრძალვის გვერდის ავლა მემკვიდრე პარტიების შექმნის შეზღუდვით, და დასრულდეს პოლიტიკური გარიყვა პარტიული კუთვნილების ან უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმების გამო; უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური მონაწილეობა.

დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ ყველა პოლიტპატიმარი და ის პირები, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის გამო დააკავეს.

მოიხსნას პოლიტიკურად მოტივირებული საბოტაჟის ბრალდებები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ; დაცული იქნან მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და საერთაშორისო ადვოკატირების პროცესში ჩართული პირები; უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და დამოუკიდებელი მონიტორინგის ქვეშ მყოფი სასამართლო პროცესები.

შეწყდეს დაკავებები და არაპროპორციული ჯარიმები მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის ონლაინ კრიტიკის გამო; გაუქმდეს სადამსჯელო ნორმები.

გაუქმდეს რეპრესიული კანონები „უცხოელი აგენტებისა“ და დაფინანსების შეზღუდვის შესახებ; აღდგეს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მუშაობის შესაძლებლობა; შესრულდეს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციები; დამოუკიდებლად იქნას გამოძიებული წამების, არასათანადო მოპყრობისა და თავდასხმების ფაქტები.

ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მიუკერძოებელი ადმინისტრაციის, საერთაშორისო დაკვირვების, ოპოზიციის შეუზღუდავი მონაწილეობისა და დაშინებისგან დაცვის პირობებში.

მოუწოდებს ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს:

კოორდინირებულად დაუწესონ მიზნობრივი სანქციები (აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები) ბიძინა ივანიშვილს, პასუხისმგებელ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და რეპრესიების იმ ხელშემწყობებს, რომელთა სანქცირებაც სამართლებრივად შესაძლებელია; ხოლო თუ ევროკავშირის დონეზე შეთანხმება ვერ შედგება, მიმართონ კოორდინირებულ ეროვნულ ზომებს.

ურთიერთობების ნორმალიზება დაუკავშირონ ხელშესახებ დემოკრატიულ პროგრესს, პატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო კრიზისის გადაჭრას; ამავდროულად, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე კომუნიკაციის არხები.

მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, სამართლებრივ დაცვას, უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და სამოქალაქო ჩართულობას, მათ შორის ემიგრაციაში (დევნილობაში) მყოფ პირთა შორის; დააკვირდნენ სასამართლო პროცესებსა და პატიმრობის პირობებს; საჯაროდ გააპროტესტონ ხელის შეშლის ფაქტები.

შეუნარჩუნონ მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო და პიროვნული კავშირები, ასევე საქართველოს ევროპული მომავალი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით.

იღებს ვალდებულებას:

შეინარჩუნოს ქართული წევრი პარტიების მონაწილეობა ALDE-ში, მიუხედავად ქვეყნის შიგნით მათი შესაძლო პოლიტიკური აკრძალვისა.

ბიუროს მეშვეობით კოორდინაცია გაუწიოს ქართველ წევრებსა და ჯგუფს „განაახლე ევროპა“ (Renew Europe) პოლიტპატიმრების, სასამართლო პროცესების მონიტორინგისა და სანქციების საკითხებზე; წარადგინოს ანგარიში სამი თვის ვადაში და მოახდინოს ლიბერალი თანამდებობის პირების მობილიზება როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ ინსტიტუტებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებასა და ახალი არჩევნების...
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE-ს პრეზიდენტი - „ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო რეპრესიული ხდება - ევროკავშირს მოვუწოდებთ, უფრო გამბედავად იმოქმედონ: რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა და სავიზო შეზღუდვებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები