პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

საფრანგეთის ნაკრების გარემარბი დეზირე დუე თურქეთთან მატჩს შესაძლოა გამოტოვოს, რადგან იტალიასთან შეხვედრისას დავიდე ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო. RMC Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს კბილები მოერყა და სტომატოლოგიური დახმარება დასჭირდა.

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
სპორტალი

ერთა ლიგაზე თურქეთთან მეექვსე ტურის მატჩში, შეიძლება საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა დეზირე დუემ მონაწილეობა ვერ მიიღოს, - იტყობინება RMC Sport-ი.

დუეს იტალიასთან წაგებული შეხვედრის 69-ე წუთზე დავიდე ფრატეზის იდაყვი მოხვდა ყბაში, რამდენიმე კბილი მოერყა და სტომატოლოგთან ვიზიტი დასჭირდა.

დღეს პსჟ-ს ფეხბურთელმა ივარჯიშა, მაგრამ თურქებთან მისი თამაში საეჭვოა. ბარძაყის ტრავმა მოირჩინა ფრანგების კაპიტანმა კილიან მბაპემ და სავარაუდოდ, ხვალ იასპარეზებს.

დაპირისპირება ბორდოს „მატმიუტ ატლანტიკზე“ 15 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები