"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში პსჟ-მა „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა, მატჩის შემდეგ კი პარიზელთა თავდამსხმელმა დეზირე დუემ განაცხადა, რომ გუნდი არასდროს ნებდება და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გოლის გატანა.

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-3 ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 4:2 სძლია. პარიზელთა მხრიდან კარგი მატჩი ჰქონდა დეზირე დუეს, რომელმაც გოლი და ასისტი მიითვალა.
შეხვედრის შემდეგ ფრანგმა UEFA-ს ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ მისი გუნდი არასდროს ნებდება და გამარჯვების წყურვილი არ განელებიათ.
"მოედანზე მთელ ძალ-ღონეს ვდებთ და თავისთავად, შედეგიც ყველაფერზე მეტყველებს. კონცენტრაციას ვინარჩუნებთ და გამარჯვების წყურვილი არ გვინელდება. დღეს საღამოს მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, ეს შევძელით კიდეც, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ.
განვითარებას და გუნდისთვის სარგებლის მოტანას მეც ვაგრძელებ. ჩემთვის უმთავრესი თანაგუნდელების დახმარებაა. როგორც თავდამსხმელს, ამის გაკეთება გოლების გატანითა და საგოლე გადაცემებით მსურს, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ კი - არა, თუმცა ასეთ დროს ვცდილობ, გუნდისთვის სხვაგვარად სასარგებლო ვიყო.
არასდროს ვნებდებით და არც იმას ვფიქრობთ, რომ უკვე დავმარცხდით. ვიდრე მსაჯი საფინალო სასტვენს არ მისცემს, ვიცით, რომ შანსი ყოველთვის გვაქვს. ვაგრძელებთ სახიფათო მომენტების შექმნას, ვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და მივყვებით წინასწარ შემუშავებულ სათამაშო გეგმას. ვიცით, რომ გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია", - თქვა დუემ.
ციტატები სტატიიდან
„მოედანზე მთელ ძალ-ღონეს ვდებთ და თავისთავად, შედეგიც ყველაფერზე მეტყველებს. კონცენტრაციას ვინარჩუნებთ და გამარჯვების წყურვილი არ გვინელდება. დღეს საღამოს მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, ეს შევძელით კიდეც, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ. განვითარებას და გუნდისთვის სარგებლის მოტანას მეც ვაგრძელებ. ჩემთვის უმთავრესი თანაგუნდელების დახმარებაა. როგორც თავდამსხმელს, ამის გაკეთება გოლების გატანითა და საგოლე გადაცემებით მსურს, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ კი - არა, თუმცა ასეთ დროს ვცდილობ, გუნდისთვის სხვაგვარად სასარგებლო ვიყო. არასდროს ვნებდებით და არც იმას ვფიქრობთ, რომ უკვე დავმარცხდით. ვიდრე მსაჯი საფინალო სასტვენს არ მისცემს, ვიცით, რომ შანსი ყოველთვის გვაქვს. ვაგრძელებთ სახიფათო მომენტების შექმნას, ვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და მივყვებით წინასწარ შემუშავებულ სათამაშო გეგმას. ვიცით, რომ გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.