დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ერთა ლიგის მატჩში იტალიის ნაკრებმა საფრანგეთი 3:1 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა. მატჩში დუბლი 21 წლის ფრანჩესკო ესპოზიტომ შეასრულა, ხოლო იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ შეცდომა დაუშვა.

ერთა ლიგის А დივიზიონის პირველ ჯგუფში მეხუთე ტური გაიმართა.
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მანჩინიმ მატჩის წინ მეტოქე გუნდის თავდამსხმელ მბაპეს ურჩია, ტრავმის გამიზეზების პრეცედენტი არ დაეშვა და დაესვენა. კილიანმა ვერ ითამაშა, ფრანგებმა კი მარცხი განიცადეს. არადა, დებიუტში მეკარე დონარუმას შეცდომის შედეგად ისინი ოლისემ დააწინაურა, თუმცა „სკუარდა აძურამ“ გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვა - 3:1. 21 წლის ფ. ესპოზიტომ დუბლი შეასრულა.
ბელგიამ გასვლაზე თურქეთს 2:1 სძლია.
ჯგუფში 10 ქულით ლიდერი იტალიაა, ამდენივე ქულით მეორე ადგილზე საფრანგეთია, 9 ქულით მესამეზე ბელგიაა, თურქეთი კი უქულოდაა.
ბოლო ტური 15 ნოემბერს ჩატარდება - საფრანგეთი თურქეთს, ხოლო ბელგია იტალიას უმასპინძლებს.
იზმირი. „გიურსელ აკსელი“
თურქეთი - ბელგია 1:2
გოლები: 1:0 გიულერი (20), 1:1 დე ბრუინი (27), 1:2 დე კეტელარე (30)
მილანი. „სან სირო“
იტალია - საფრანგეთი 3:1
გოლები: 0:1 ოლისე (10), 1:1 ფ. ესპოზიტო (26), 2:1 ფრატეზი (63), 3:1 ფ. ესპოზიტო (75)
გამოუყენებელი პენალტი: ს. ესპოზიტო (60, იტალია)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…