შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეხუთე ტურში ტონგას 55:31 სძლია. ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში რიგით მე-300 შეხვედრა იყო.

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ისტორიაში მესამასე მატჩი ჩაატარა, საკუთარ მოედანზე ტონგას 55:31 სძლია.
არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ, ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, პირველი ტაიმი 22:14 მოიგო, საბოლოოდ კი ლამაზი თამაშით დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - ტონგას ზედიზედ მეექვსედ მოუგო.
"ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 21 ნოემბერს სახლში აშშ-სთან ჩაატარებენ.
თბილისი. „ავჭალა“
საქართველო - ტონგა 55:31
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.
ლელო: კარკაძე (2), ლობჟანიძე, ნინიაშვილი, ტაბუცაძე (2), საღინაძე, აფრასიძე.
საჯარიმო: მატკავა
გარდასახვა: მატკავა (6)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…