საზოგადოება · 14 ნოემბერი, 18:04
ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ზაურ პაპიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
„თბილისი არტ-ჰოლში“ „სუხიშვილების“ სოლისტის, ზაურ პაპიაშვილის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
"თბილისი არტ-ჰოლში" ქართული ცეკვის ლეგენდის, ზაურ პაპიაშვილის, საიუბილეო საღამო გაიმართა.
"სუხიშვილების" ოქროს თაობის სოლისტის, ცაცქურას, დაბადებიდან 75 წელი მისმა აღზრდილმა ქორეოგრაფებმა თავიანთ ანსამბლებთან ერთად აღნიშნეს.
მაყურებელმა იხილა დოკუმენტური ფილმიც - "ბოლო ხორუმი". საღამო ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…