პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამოძიების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ​გამოთხოვილია შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეო კამერების ჩანაწერები - დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმის პროკურორი

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

დავით ფეიქრიშვილზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯგუფურად ძალადობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 7 პირს წარუდგინა, რომელთაგან ხუთს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, გამოძიების ფარგლებში პენიტენციური სამსახურიდან ვიდეოჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები გამოითხოვეს.

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი სულ 7 პირს წარუდგინა. მათგან ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმა შეეფარდათ. საუბარია პატიმრებზე - ვატო და შოთა ყიფიანები, ავთანდილ ბილანიშვილი, პავლე გოცირიძე და დავით კაჭარავა.

პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ინციდენტი 2026 წლის 16-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, N8 პენიტენციური დაწესებულების 72-ე საკანში მოხდა, სადაც დავით ფეიქრიშვილის მიმართ განახორციელეს ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა.

პროკურორის განმარტებით, საქმეზე უკვე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და N8 პენიტენციური დაწესებულებიდან, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა გამოთხოვილი.

"ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. ძალადობა განხორციელდა N8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, კერძოდ, 72-ე საკანში, სადაც განთავსებული გახლდათ დავით ფეიქრიშვილი და სწორედ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განახორციელეს ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა.

ამ ეტაპზე არის ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მოწმეებს, რომლებიც საქმესთან არიან შემხებლობაში. ეს მოწმეები არიან გამოკითხული და აქვთ მათ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, აქ საუბარია, რა თქმა უნდა, დაზარებულ დავით ფეიქრიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც დგინდება აღნიშნული ძალადობის მის მიმართ განხორციელების ფაქტი.

ასევე, N8 პენიტენციური დაწესებულებიდან, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქმესთან მნიშვნელობის მქონე საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციებია გამოთხოვილი, მათ შორის, დოკუმენტები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არა ერთი საგამოძიებო საპროცესო მოქმედება, მათ შორის არის გამოთხოვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან საქმესთან კავშირში მყოფი ინფორმაციები, მათ შორის, ვიდეო კამერები", - განაცხადა პროკურორმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე: არც ერთი მათგანი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები