თბილისის მერია – მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო 15 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი:
• გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე).
• საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით – თამარ მეფის პანდუსის გავლით.
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…