თბილისის მერია - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, 15 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შპს „თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის" მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი: გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე). საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით.
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…