პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ნაწილში ძლიერი ქარი, დასავლეთში კი ინტენსიური ნალექი და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარეებში წყლის დონის მატებასა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხეზე აფრთხილებს.

15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
პირველი არხი

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით – ძლიერი ინტენსივობით, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის, დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  2. BM.GEოპოზიციური15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
  3. იმედინიუსისამთავრობონალექი, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  4. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი
  5. BM.GEოპოზიციური15 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
  6. ბათუმელებიოპოზიციური„მოსალოდნელია სეტყვა… ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 15 ნოემბრის ამინდზე
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოში ამინდი გაუარესდება - ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი
  8. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: საქართველოში ამინდი გაუარესდება
  9. ალიაოპოზიციურიელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
9 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები