„მოსალოდნელია სეტყვა… ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 15 ნოემბრის ამინდზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მდინარეებზე წყლის დონის მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსები ელოდებიან სეტყვას და ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს.
„15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს [საფრთხის დონე – საშუალო],“ – აღნიშნულია გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
ელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი
15 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
საქართველოში ამინდი გაუარესდება - ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სააგენტო: საქართველოში ამინდი გაუარესდება
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…