პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მდინარეებში წყლის დონის მატება და მეწყრული პროცესების გააქტიურება.

15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
BM.GE

გარემოს ეროვნული სააგენტო 15 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში კი აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ნალექი დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს:

აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება;

გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება;

ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა.

უწყების შეფასებით, მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საფრთხის დონე საშუალოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობო15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
  2. რუსთავი 2სამთავრობოელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  3. იმედინიუსისამთავრობონალექი, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  4. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი
  5. BM.GEოპოზიციური15 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
  6. ბათუმელებიოპოზიციური„მოსალოდნელია სეტყვა… ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 15 ნოემბრის ამინდზე
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოში ამინდი გაუარესდება - ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი
  8. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: საქართველოში ამინდი გაუარესდება
  9. ალიაოპოზიციურიელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები