სააგენტო: საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი და მდინარეებზე წყლის დონის მატება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
„ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)”, - წერია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
ელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი
15 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
„მოსალოდნელია სეტყვა… ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 15 ნოემბრის ამინდზე
საქართველოში ამინდი გაუარესდება - ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…