პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სეტყვა, შტორმი და მთაში თოვა – სანამდე გაგრძელდება ავდარი დასავლეთ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია უამინდობა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მთაში თოვა და მდინარეებზე წყლის დონის მატება.

სეტყვა, შტორმი და მთაში თოვა – სანამდე გაგრძელდება ავდარი დასავლეთ საქართველოში
ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი.

„შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ასევე ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე – საშუალო)“ – წერს სააგენტო.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები