ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარეებში წყლის დონის მატების, მეწყრული პროცესების გააქტიურებისა და დატბორვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, - ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გავფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
ელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთაში ქარბუქი
15 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
„მოსალოდნელია სეტყვა… ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება 15 ნოემბრის ამინდზე
საქართველოში ამინდი გაუარესდება - ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სააგენტო: საქართველოში ამინდი გაუარესდება
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…