პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრაში უნგრეთს დაუპირისპირდება. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მატჩისწინა მოლოდინებზე ისაუბრეს.

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს
იმედინიუსი

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს.

ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხეს.

„რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. გამარჯვება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს.

ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციაზე.

„ვენდობით ჩვენს ახალ მწვრთნელს, ჩენი მხარდაჭერა აქვს. ხვალ ვეცდებით, დავალებები, რაც გვექნება ყველაფერი ერთად შევასრულოთ და ჩვენი კარგი თამაში ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალურიმამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს "ერთა ლიგის" 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები