პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს
პროკურატურის ცნობით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე ციხის საკანში ჯგუფურად იძალადეს, რის შედეგადაც მან მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო.

ვინ სცემა დავით ფეიქრიშვილს?
პროკურატურამ დაადასტურა ნაცემი პატიმრის დავით ფეიქირშვილის ინფორმაცია, რომელსაც „პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა“. გამოძიების მიხედვით, დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად იძალადეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.
ამირან გულუაშვილის თქმით, ძალადობა ოთხი დღის განმავლობაში 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე გრძელდებოდა:
„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“.
როგორ მოხვდნენ ყიფიანი, ბილანიშვილი და სხვები ფეიქრიშვილის საკანში?
16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
გამოძიების ცნობით, საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, „ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს“.
საქართველოს გენერალურმა პროკურორის მოადგილემ პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსისა და მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის გადაწყვეტილება შეაფასა კანონისა და ციხის დებულების უხეშ დარღვევად.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაბრალი დაუმძიმდათ ვატო ყიფიანს და „კაწროს“ - ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ დირექტორსაც
პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათ
დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი "კაწროს", ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ 4 პირს წარედგინა
პენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…