პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

გიორგი სოსიაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თავადვე აღიარებენ, რომ უცხოური თანხები კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ემსახურებოდა.

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
იმედინიუსი

ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო სერიოზული ტალღა წამოწყებული, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის ოკუპაციას, რასაც ხელისუფლება შეეწინააღმდეგა.

„ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო სერიოზული ტალღა წამოწყებული, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ბურჯის, სასამართლო სისტემის ხელყოფას, მის ოკუპაციას. ბუნებრივია, ამას მტკიცედ შევეწინააღმდეგეთ, სახელმწიფო ამას ვერ დათმობდა, რადგან ამაზე დგას მთელი სახელმწიფოებრიობა. ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

„ენჯეოს“ წარმომადგენელი გურამ იმნაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რასაც ამართლებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ჩვენ მათ ვერ დავარქმევთ ოპოზიციას, ეს არის მეხუთე კოლონა,წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები