ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სოსიაშვილი ასაკრძალ პარტიებზე: ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი რადიკალ-ექსტრემისტები არიან, რომლებიც საქართველოს უბედურებას ატეხდნენ თავს

საკონსტიტუციო სასამართლო

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მიმართვა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი „რადიკალ-ექსტრემისტები“ და სახელმწიფოს დამხობის მსურველები არიან.

გიორგი სოსიაშვილი ასაკრძალ პარტიებზე: ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი რადიკალ-ექსტრემისტები არიან, რომლებიც საქართველოს უბედურებას ატეხდნენ თავს
გიორგი სოსიაშვილი ასაკრძალ პარტიებზე: ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი რადიკალ-ექსტრემისტები არიან, რომლებიც საქართველოს უბედურებას ატეხდნენ თავსიმედინიუსი

ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი რადიკალ-ექსტრემისტები არიან, რომლებიც საქართველოს უბედურებას ატეხდნენ თავს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალურმა ძალებმა საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობა განახორციელეს.

„ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ ბოლო პერიოდში, თუ რა ქმედებებს ახორციელებდნენ რადიკალები საქართველოს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. შეგვიძლია გავიხსენოთ ეს მოვლენები. სახელმწიფოს დამხობის არაერთი მცდელობა, რევოლუციური სცენარების განხორციელება გარედან მართული ძალების, აგენტურის მიერ. არაერთი მცდელობა ჩაუფლავდათ და მათ რომ მისცემოდათ საშუალება, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ქაოსსა და უბედურებაში გახვეული. ესენი არ არიან ოპოზიცური ძალების წარმომადგენლები. მათი სახელდება ოპოზიციად ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ესენი არიან რადიკალ-ექსტრემისტები, რომლებმაც საქართველოს ძალიან დიდი უბედურება დაატეხეს თავს ჯერ ხელისუფლებაში ყოფნიდან და შემდეგ გადაინაცვლეს და დაირქვეს ოპოზიცია. სინამდვილეში, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას ვერ მოასწრეს ისინი აგრძელებდნენ ამ რადიკალთა კრებულში ყოფნის დროს. არაერთი მცდელობა ვიხილეთ, როდესაც ლამის გადაწვეს დედაქალაქი. იერიშები მიიტანეს სახელმწიფო ინსტიტუციებზე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოზე, შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და მთელი ეს ციკლი ღონისძიებების. თავის დროზე რომ აეკრძალათ ფაშისტური იდეოლოგია და მოძრაობა ევროპაში, კაცობრიობა თავიდან აიცილებდა ბევრ უბედურებას. ისევე, როგორც აკრძალული იყო ბოლშევიკთა პარტია, რომელმაც დიდი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას. არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც მმართველმა გუნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ამ მოძალადეების, რადიკალ-ექსტრემისტების აკრძალვასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ესენი არიან დაუძინებელი მტრები თავიანთი სახელმწიფოსი, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგები, საკუთარი ქვეყნის, ხალხის დამსმენები“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ ბოლო პერიოდში, თუ რა ქმედებებს ახორციელებდნენ რადიკალები საქართველოს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. შეგვიძლია გავიხსენოთ ეს მოვლენები. სახელმწიფოს დამხობის არაერთი მცდელობა, რევოლუციური სცენარების განხორციელება გარედან მართული ძალების, აგენტურის მიერ. არაერთი მცდელობა ჩაუფლავდათ და მათ რომ მისცემოდათ საშუალება, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ქაოსსა და უბედურებაში გახვეული. ესენი არ არიან ოპოზიცური ძალების წარმომადგენლები. მათი სახელდება ოპოზიციად ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ესენი არიან რადიკალ-ექსტრემისტები, რომლებმაც საქართველოს ძალიან დიდი უბედურება დაატეხეს თავს ჯერ ხელისუფლებაში ყოფნიდან და შემდეგ გადაინაცვლეს და დაირქვეს ოპოზიცია. სინამდვილეში, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას ვერ მოასწრეს ისინი აგრძელებდნენ ამ რადიკალთა კრებულში ყოფნის დროს. არაერთი მცდელობა ვიხილეთ, როდესაც ლამის გადაწვეს დედაქალაქი. იერიშები მიიტანეს სახელმწიფო ინსტიტუციებზე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოზე, შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და მთელი ეს ციკლი ღონისძიებების. თავის დროზე რომ აეკრძალათ ფაშისტური იდეოლოგია და მოძრაობა ევროპაში, კაცობრიობა თავიდან აიცილებდა ბევრ უბედურებას. ისევე, როგორც აკრძალული იყო ბოლშევიკთა პარტია, რომელმაც დიდი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას. არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც მმართველმა გუნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ამ მოძალადეების, რადიკალ-ექსტრემისტების აკრძალვასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ესენი არიან დაუძინებელი მტრები თავიანთი სახელმწიფოსი, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგები, საკუთარი ქვეყნის, ხალხის დამსმენები“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენი მყარი არგუმენტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება - ქვეყანას აგენტურისაგან და ამ მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები