ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენი მყარი არგუმენტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება - ქვეყანას აგენტურისაგან და ამ მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე მყარი არგუმენტები არსებობს და ქვეყანას „აგენტურისაგან და მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება“ სჭირდება.

გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენი მყარი არგუმენტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება - ქვეყანას აგენტურისაგან და ამ მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდა
გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენი მყარი არგუმენტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება - ქვეყანას აგენტურისაგან და ამ მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდაიმედინიუსი

ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენი მყარი არგუმენტები და მყარი საფუძველი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყნის პოლიტიკურ ველზე ასეთი ადამიანების, ასეთი პოლიტიკური რადიკალური ძალის, ექსტრემისტების არსებობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბროსას.

მან აღნიშნა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ გარე დავალებით რამდენჯერმე სცადა ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა.

„მათი მოძრაობა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ე.წ. ვარდების რევოლუცია მოახდინეს. სინამდვილეში ეს ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანა იყო, მთელი ამ წლების განმავლობაში თავის ნებაზე აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და მიიყვანეს სრულ კატასტროფამდე ტერიტორიების ჩაბარებით, ადამიანების წამებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გარე პატრონების დავალებით იყო მათი მოქმედება და ეს იყო ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ.

მათი ეს განცხადებები, ეს ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას არ ეწინააღმდეგება? - როდესაც საკუთარ ხალხს მტრობ, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიხარ; ქვეყანას გადაწვით ემუქრები; სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებ გარე პატრონებს, ევროკავშირში მოკალათებულ ბიუროკრატებს; არ აღიარებ საკუთარი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; არ შედიხარ პარლამენტში; უარყოფ მართვის სხვადასხვა რგოლს. ამ შემთხვევაში ამას რა ჰქვია, თუ არა ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ძალა? ესენი არიან სწორედ ეს აგენტები”, - განაცხადა სოსიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აქვე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის გარე პატრონებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„მათ გარე პატრონებს ამ ხნის განმავლობაში იცით, რა უნდოდათ? - რომ ქვეყანაში, ამ უაღრესად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ არეალში ყოფილიყო მეხსიერებაგამორეცხილი ხალხი და ამ აგენტურას ემართა მეხსიერებადაკარგული ხალხი, რომელიც მათთვის ნებისმიერ საქმეს გააკეთებდა. მათ ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს - ეს ქვეყანა არ არის გვარამიებისა და ლომჯარიების კრებული. ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვინც ეს ქვეყანა ამდენი საუკუნის განმავლობაში საკუთარი სისხლის და შრომის ფასად მოიყვანა, დაიცვა, შეინარჩუნა და თაობიდან თაობას გადასცა”, - დასძინა გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას დამშვიდება სჭირდება და პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი ოპოზიციური ძალა უნდა იყოს.

„ქვეყანას აგენტურისაგან და ამ მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდა. ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, რაც ამათ დამართეს ჩვენს ქვეყანას, რომ ამდენი ადამიანი გაამწარეს, გააუბედურეს, მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, სისხლიანი დაპირისპირება აკერიათ პირზე, ეს არის მათი ხელწერა.

ამისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი. უნდა დამშვიდდეს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკურ ველზე უნდა იყვნენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები და ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციური ძალა, რომელიც მიუთითებს ხელისუფლებას და სწორი გეგმით, სწორი პროგრამითა და იდეებით ალტერნატიულ გზებს დაანახებს ქვეყნის განვითარებისას”, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე: წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები