საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს "ერთა ლიგის" 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ ხვიჩას, კიტეიშვილისა და ფეხბურთელების დიდი ჯგუფის ტრავმის გამო ბევრი მოთამაშე დააკლდებათ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს "ერთა ლიგის" 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს.
14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.
დღეს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.
"ყოველმხრივ მნიშვნელოვანია ეს თამაშები ჩვენთვის. პირველი, ყველაზე მთავარი ეს, რა თქმა უნდა, არის უკვე ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავაფიქსიროთ და ორივე თამაშში ჩვენ გვინდა, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რეალურად ეს არის ის პირველი შეკრება, სადაც ჩვენ გვექნება უკვე იმის დრო, და თუნდაც ის სავარჯიშო რამდენიმე დღე, როდესაც უკვე ჩვენ შეგვიძლია ის, რომ ფეხბურთელებს უკვე გადავცეთ, გავუზიაროთ ის იდეები, ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა მომავალში.
ტრავმირებულები ბევრია და ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ხვიჩა თავისთავად, რომელიც ყველას დაგვაკლდება. პლუს, ამას ემატება კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ასევე, ტრავმირებულია ძალიან დიდი ჯგუფი ფეხბურთელების, თუმცა ეს არის ყოველთვის შანსი ახალი ფეხბურთელებისთვის", - განაცხადა რამაზ სვანაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ყოველმხრივ მნიშვნელოვანია ეს თამაშები ჩვენთვის. პირველი, ყველაზე მთავარი ეს, რა თქმა უნდა, არის უკვე ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავაფიქსიროთ და ორივე თამაშში ჩვენ გვინდა, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რეალურად ეს არის ის პირველი შეკრება, სადაც ჩვენ გვექნება უკვე იმის დრო, და თუნდაც ის სავარჯიშო რამდენიმე დღე, როდესაც უკვე ჩვენ შეგვიძლია ის, რომ ფეხბურთელებს უკვე გადავცეთ, გავუზიაროთ ის იდეები, ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა მომავალში. ტრავმირებულები ბევრია და ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ხვიჩა თავისთავად, რომელიც ყველას დაგვაკლდება. პლუს, ამას ემატება კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ასევე, ტრავმირებულია ძალიან დიდი ჯგუფი ფეხბურთელების, თუმცა ეს არის ყოველთვის შანსი ახალი ფეხბურთელებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…