პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უნგრეთთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდს ევროპის ჩემპიონატის მსგავსი თამაშის ჩვენება კვლავ შეუძლია. ფეხბურთელის თქმით, ნაკრები მზადაა თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს.

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სპორტალი

ერთა ლიგაზე უნგრეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრეს:

გიორგი მამარდაშვილი:

"ყველაფერი კარგად მიდის, მთავარ მწვრთნელს და მის შტაბს ვენდობით. ვარჯიშებმა ძალიან კარგად ჩაიარა და იმედია, მატჩის დროს ყველაფერი ეს გამოჩნდება. საკლუბო მომავალზე დიდად არ ვფიქრობ. ვცდილობ, განვვითარდე და ნაკრებში ყოველთვის მზად ვიყო. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. თითოეული ფეხბურთელი განწყობილია, თამაში გავაუმჯობესოთ. ყველა ჩავარდნას მაღლა ასვლა მოსდევს. ისევ შეგვიძლია ისე თამაში, როგორც ევროპის ჩემპიონატზე და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ!..", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უნგრეთის დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები