პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - 600 000 გამომწერი ერთ დღეში - რა თქვა საბა ლაზიშვილზე UFC-ის პრეზიდენტმა?

საქართველოს მთავრობა

მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა აბუ დაბის საპატიმრო დატოვეს, ხოლო მათზე თავდამსხმელ უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმები შეეფარდათ.

მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა აბუ დაბის საპატიმრო უკვე დატოვეს. თითოეულ მათგანს, ჯარიმის სახით, 50 000 დირჰემის გადახდა მოუწევს. ეს სასჯელი სასამართლომ მათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების გამო დააკისრა. ცნობილია, რომ ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი თავად დაფარავს.

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას წინ უძღოდა ვიცე-პრემიერის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრობლემის დროულად და სამართლიანად მოგვარებისთვის.

საბა ლაზიშვილის ძმა, ზვიად ლაზიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების აქტიურმა ჩარევამ ქართველი სპორტსმენების გათავისუფლების პროცესი დააჩქარა.

6 თვით დარჩებიან აბუ დაბის ციხეში MMA-ს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის ხუთი წევრი. სასამართლომ თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 300 000 დირჰემიც დააკისრა. პატიმრობის დასრულების შემდეგ კი, მათი დეპორტირება მოხდება.

"აქ ის ადგილი არ არის, სადაც მსგავსი საქციელი შეიძლება შეგრჩეს" - ასე გამოეხმაურა UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს. უაითმა პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

ინციდენტი დაგმო უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმაც - ალი აბდელაზიზმა. მან მომხდარს სამარცხვინო უწოდა და აბუ-დაბის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
  4. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის
  5. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“
  6. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: მადლობა მაკა ბოჭორიშვილს და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საბა ლაზიშვილის მამა – ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია – მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები