ირაკლი კობახიძე: „მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვეს.

„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
„მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“ – აცხადებს კობახიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
ირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის
პრემიერი: მადლობა მაკა ბოჭორიშვილს და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - 600 000 გამომწერი ერთ დღეში - რა თქვა საბა ლაზიშვილზე UFC-ის პრეზიდენტმა?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…