პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი საპატიმროდან გაათავისუფლეს, თავდამსხმელ უსმან ნურმაგომედოვს კი 6-თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა. ირაკლი კობახიძემ საამიროების ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
ინტერპრესნიუსი

მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე თავდამსხმელ პირთა მიმართ.

„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის
  4. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“
  5. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: მადლობა მაკა ბოჭორიშვილს და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას
  6. რუსთავი 2სამთავრობომერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - 600 000 გამომწერი ერთ დღეში - რა თქვა საბა ლაზიშვილზე UFC-ის პრეზიდენტმა?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბა ლაზიშვილის მამა - საბა და მერაბიც აბუ-დაბიში დაკავებული არიან 48 საათით, საქართველოს მთავრობა ჩართულია, ჩვენები თავს იცავდნენ, პასუხი გასცეს - საბა მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, ვიცოდი, რომ კარგად ჩხუბობდა, მაგრამ ამ დონეზე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები