საბა ლაზიშვილი: ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მადლიერი ვარ ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ. ახლო მომავალში ჩავწერ სრულ ინტერვიუს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
აბუ-დაბის სასამართლომ ქართველ სპორტსმენებს, საბა ლაზიშვილსა და მერაბ დვალიშვილს, 50 000 დირჰამის ჯარიმა შეუფარდა, ხოლო თავდამსხმელებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ ლაზიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
საბა ლაზიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მებრძოლი მადლობას უხდის თითოეულ მხარდამჭერს. ასევე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი სმს მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მიხარია ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ თქვენგან. მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია. ახლო მომავალში ჩავწერ სრულ ინტერვიუს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით", - ამბობს საბა ლაზიშვილი.
აბუ-დაბის სასამართლომ ქართველ სპორტსმენებს საბა ლაზიშვილსა და მერაბ დვალიშვილს, 50 000 დირჰამის ჯარიმა შეუფარდა, რომელსაც RAF-ი დაფარავს. გაცილებით მკაცრია გადაწყვეტილება სპორტსმენებზე თავდასხმაში ბრალდებულების მიმართ, უსმან ნურმაგომედოვსა და მის გარემოცვას ექვსთვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის - მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის
ირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის
ირაკლი კობახიძე: „მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“
პრემიერი: მადლობა მაკა ბოჭორიშვილს და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - 600 000 გამომწერი ერთ დღეში - რა თქვა საბა ლაზიშვილზე UFC-ის პრეზიდენტმა?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…