პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოლიდარობა მერაბ დვალიშვილს - გამოხმაურებები აბუ-დაბის სასტუმროს ფოიეში მომხდარ ინციდენტზე

საქართველოს პარლამენტი

აბუ-დაბის სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა; პოლიციამ თავდამსხმელები მალევე დააკავა.

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ დაესხა თავს მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი. კადრებში ჩანს ისიც, რომ, ფიზიკური ანგარიშსწორებისას, ნურმაგომედოვი მარტო არ არის. მას 20-მდე მამაკაცი ახლავს.

ინციდენტი აბუ-დაბის სასტუმროს ფოიეში იმ დროს მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილი RAF-ის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. აბუ-დაბის პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მალევე დააკავა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში ქართველმა მებრძოლმა, რომელსაც სახეზე სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებს და მერაბ დვალიშვილის მიმართვას, საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან, მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართველ მებრძოლს მხარდაჭერა გამოუცხადა, მისივე კოლეგა, ილია თოფურია იყო. ინფორმაცია თავდამსხმელების დაკავებაზეც პირველმა მან გაავრცელა.

ვიდეომიმართვა გაავრცელა UFC-ს კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ.

მერაბ დვალიშვილის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს ცოტნე და ბერა ივანიშვილებმა. სოციალურ ქსელში მათ ქართველ მებრძოლთან ერთად გადაღებულ ფოტოები გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს.

"მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბს ჩემი და ყველა სპორტსმენის სახელით" - ასე გამოეხმაურა მომხდარს სპორტსმენი და პარლამენტის წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი. მხარდაჭერა გამოხატა ზუკა რურუამაც. მისი თქმით, წარმატებულ ქართველ სპორტსმენებზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება.

მიუღებელი და სამარცხვინო უწოდა მომხდარ ფაქტს დედაქალაქის მერმა. მხარდამჭერი განცხადება კახა კალაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირში მონაწილეობისათვის იმყოფება. ინციდენტის მიუხედავად, ის 14 ნოემბრისთვის ემზადება.

ქართველი მებრძოლი RAF-ის არენაზე ბრაზილიელ მეტოქეს, მარლონ მორაესს შეხვდება.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობო„რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი“, „მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”, „მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!“ „არც სპორტული საქციელია და არც სწორი“ - სპორტესმენები მთელი მსოფლიოდან მერაბ დვალიშვილს მხარდაჭრას უცხადებენ
  2. ალიაოპოზიციური„სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ!“- ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - კალაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები