ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
ძმები ფეიქრიშვილები, ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის ციხიდან სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და პატიმრებს ბრალი წარუდგინა.

კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილები გლდანის მე-8 დაწესებულების სხვა ნაწილში, ყოფილ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხებათ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, ისინი ამ დროისთვის ქსნის მე-10 დაწესებულებაში არიან მოთავსებული.
აღნიშნული გადანაწილება სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს, რის შემდეგაც ისინი, 2026 წლის 20 ოქტომბრამდე დავით ფეიქრიშვილის წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებდნენ. ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.
პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
17 სტატიაბრალი დაუმძიმდათ ვატო ყიფიანს და „კაწროს“ - ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ დირექტორსაც
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათ
პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა
დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი "კაწროს", ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ 4 პირს წარედგინა
პენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა - ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა მიიღო 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით
ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა
ციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან
“4 დღე სცემდნენ” – პროკურატურის სკანდალური ბრიფინგის დეტალები
ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს
ძმებ ფეიქრიშვილებს, "კაწროს" და ვატო ყიფიანს საპატიმროები შეუცვალეს - ვინ რომელ ციხეშია გადაყვანილი
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე, რომლის გამოც დღეს ბრალდება პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს წარედგინათ, დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუღიათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…