პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძმებ ფეიქრიშვილებს, "კაწროს" და ვატო ყიფიანს საპატიმროები შეუცვალეს - ვინ რომელ ციხეშია გადაყვანილი

იუსტიციის სამინისტრო

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულებს საპატიმროები შეუცვალეს: ფეიქრიშვილები ყოფილ „მატროსოვის ციხეში“, ხოლო ვატო ყიფიანი და „კაწრო“ ქსნის დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და პატიმრებს, ჯამში 7 პირს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ძმებ ფეიქრიშვილებს, "კაწროს" და ვატო ყიფიანს საპატიმროები შეუცვალეს - ვინ რომელ ციხეშია გადაყვანილი
TV პირველი

"პირველების" ინფორმაციით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები გლდანის მე-8 დაწესებულების სხვა ნაწილში, ყოფილ ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილები - რაც შეეხებათ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (კაწრო), ისინი ამ დროისთვის ქსნის მე-10 დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ყიფიანს და ბილანიშვილს სწორედ ქსნის ციხეში გააცნეს გამომძიებლებმა ახალი ბრალის დადგენილება, რომელიც დავით ფეიქირიშვილის ცემის საქმეს შეეხება.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

17 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 9ნეიტრალური 4
  1. ფორმულაოპოზიციურიბრალი დაუმძიმდათ ვატო ყიფიანს და „კაწროს“ - ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ დირექტორსაც
  2. TV პირველიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა
  4. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს
  7. TV პირველიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი "კაწროს", ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ 4 პირს წარედგინა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა
  10. POSTVსამთავრობოპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა მიიღო 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით
  12. ბათუმელებიოპოზიციურიფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა
  13. TV პირველიოპოზიციურიციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან
  14. ალიაოპოზიციური“4 დღე სცემდნენ” – პროკურატურის სკანდალური ბრიფინგის დეტალები
  15. ინტერპრესნიუსინეიტრალურიძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
  16. ფორმულაოპოზიციურიფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს
  17. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე, რომლის გამოც დღეს ბრალდება პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს წარედგინათ, დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუღიათ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს, რაც შეეხება მის ქსნის ციხეში გადაყვანას, ციხე ციხეა ყველგან - როგორ ფიქრობთ, ქსანში სანატორიუმია, დასასვენებელი სახლია? ციხეა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები