პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

პროკურატურის ცნობით, პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალი წარედგინათ, თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან.

ციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან
TV პირველი

ციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან - პროკურატურა "პირველებს" უდასტურებს, რომ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავასთვის ხელბორკილები ჯერ არ დაუდიათ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის ჯერ მხოლოდ ბრალი წარედგინათ.

გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას პროკურატურამ ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე წაუყენეს.

პატარიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ასევე ბრალი წარედგინათ პატიმრებს ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

როგორც პროკურატურა ამბობს, პატიმრების საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 6ნეიტრალური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიბრალი დაუმძიმდათ ვატო ყიფიანს და „კაწროს“ - ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ დირექტორსაც
  2. TV პირველიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა
  4. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს
  7. TV პირველიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი "კაწროს", ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ 4 პირს წარედგინა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა
  10. POSTVსამთავრობოპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა მიიღო 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით
  12. ბათუმელებიოპოზიციურიფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები