საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე დისკუსია იყო - მოსამართლემ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა: „იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით“
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე კამათი გაიმართა. გოცირიძემ პარტიის წევრებს მიმართა, რომ იმედი აქვს, ამ საქმეს განიცდიან, რასაც ანა წითლიძემ მოსამართლის აცილების საკითხის შესაძლო დაყენებით უპასუხა.