პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა წითლიძე – ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ და სახელმწიფო სტრუქტურები გაათავისუფლონ.

ანა წითლიძე – ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ
პირველი არხი

„ქართულ ოცნებას“ როდესაც ოკუპირებული აქვს სახელმწიფო სტრუქტურები, შეგვიძლია, რომ გავათავისუფლოთ, საქართველოს მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ.

„მე არ ვთვლი ლეგიტიმურად ამ ხელისუფლებას. აშშ-ის დეკლარაციაშიც არის და ჯეფერსონმა თქვა თავის დროზე, როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და ჩემი შეფასებაა ეს, როდესაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, არჩევნები არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ აქვთ უფლება, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება. მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ. ეს არის ჩემი პასუხი და არა პარტიის. ჩემი კონკრეტული პასუხი, რადგან მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს მხარს ვუჭერდი და დღესაც ზუსტად ასე ვთვლი, რადგან ამ ქვეყანას ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ადმინისტრაციულ შენობებს ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ საკუთრებაა. როდესაც ოკუპირებული აქვს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო სტრუქტურები, შეგვიძლია, რომ გავათავისუფლოთ, საქართველოს მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა წითლიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანა წითლიძე მოსამართლის კითხვაზე: რას უჭერდა მხარს 4 ოქტომბერს? - როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია, როცა ხელისუფლება არალეგიტიმურია, ადამიანებს აქვთ უფლება, ქუჩაში გამოვიდნენ და ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ!
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ - ანა წითლიძის განცხადება არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები