პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში

ნაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი განცხადებებით დაამტკიცა, რომ არაკონსტიტუციურია და ძალადობრივად ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრასა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობას უჭერს მხარს.

არჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში
რუსთავი 2

დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკრძალა "ნაციონალური მოძრაობა" და დაამტკიცა, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ანა წითლიძის განცხადება, რომ მოქალაქეებს ადმინისტრაციული ორგანოების დაკავების უფლება აქვთ, ეს არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა.

მისივე თქმით, ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში და დაიკავონ ისინი, იმიტომ, რომ ეს მათი უფლებაა, მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ყველაფრის წინააღმდეგია და რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას.

"შეუძლებელია, რაიმე დავამატოთ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებებს. დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკრძალა "ნაციონალური მოძრაობა" და დაამტკიცა, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან. მთელი მათი ნარატივი ზუსტად ამის ტირაჟირებას წარმოადგენდა. მათ შორის, ანა წითლიძე მაღალ ტონალობაში აცხადებდა, რომ მათ აქვთ უფლება, დაიკავონ ადმინისტრაციული ორგანოები. ეს არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა. ამას ვედავებით ჩვენც და ერთ-ერთმა მოსამართლემ ჩვენ, მოსარჩელე მხარეს გვთხოვა, მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ესა თუ ის პარტიები 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ ისინი დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში და დაიკავონ ისინი, იმიტომ, რომ ეს მათი უფლებაა, მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ყველაფრის წინააღმდეგია და რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას", - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ - ანა წითლიძის განცხადება არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები