პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საჯარო სკოლის 76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, რაც 5-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ნეტგაზეთი

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია, რომ მოსწავლემ მასწავლებელს გარყვნილი ქმედებისთვის უჩივლა, თავდაპირველად პლატფორმა „სანდო წყარომ“ გაავრცელა.

შსს მასწავლებლის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

„სანდო წყარო“ წერს, რომ მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გოგონამ, მეგობრის დახმარებით, ვიდეოს გადაღება შეძლო და ამის შემდეგ მიმართა პოლიციას.

დაკავებული მასწავლებელი სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა და სასწავლო ნაწილის გამგის პოზიციასაც იკავებდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და რომლითაც დაკავებულია მასწავლებელი, 5-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
  2. ფორმულაოპოზიციურითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს
  3. TV პირველიოპოზიციურირას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები