არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან – POG ბრალდებულზე
პროკურატურის განცხადებით, სკოლის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარედგინა 2000-2001 წლებში 8-9 წლის მოსწავლესთან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის არაერთხელ დამყარების ფაქტზე.

პროკურატურის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
ის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და უწყების განცხადებით, „დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან“, რომელიც 8-9 წლის იყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან“, – წერია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან
დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - 1 პირს ბრალდება წარედგინა
მასწავლებელს, რომელმაც 2000-2001 წელს სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი დაამყარა 8-9 წლის მოსწავლესთან, ბრალი წარედგინა - პროკურატურა
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…