დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - 1 პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ თბილისის ერთ-ერთი სკოლის სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს 2000-2001 წლებში 8-9 წლის მოსწავლესთან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის დამყარების ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან.
"ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან
არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან – POG ბრალდებულზე
მასწავლებელს, რომელმაც 2000-2001 წელს სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი დაამყარა 8-9 წლის მოსწავლესთან, ბრალი წარედგინა - პროკურატურა
ციტატები სტატიიდან
„ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…