თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს
თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 76 წლის პედაგოგი დააკავეს; შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში, სკოლის მასწავლებლის დაკავების შესახებ ინფორმაციას „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. უწყების განმარტებით, პირი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებითაა აყვანილი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ცნობებით, მე-8 კლასის მოსწავლემ 76 წლის პედაგოგს მას შემდეგ უჩივლა, რაც მეგობრის დახმარებით ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო და პოლიციას მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგეა, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში უკვე 55 წელია მუშაობს. სკოლის თემში მომხდართან დაკავშირებით იმედს იტოვებენ, რომ ფაქტის შეფასება არასწორად მოხდა, თუმცა ბრალდებული ამ ეტაპზე პატიმრობაში იმყოფება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…