პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, რომელმაც ცოლ-ქმარს წვნიანში დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია, რის შემდეგაც 50 000 ევრო ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლში დააკავეს 53 წლის ქართველი მომვლელი ქალი, რომელმაც მოხუც ცოლ-ქმარს წვნიანში დასაძინებელი ნივთიერება შეურია და ოჯახიდან 50 000 ევრო და 100 000 ევროს ღირებულების ოქრო მოიპარა.

მედია - ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, რომელმაც ცოლ-ქმარს წვნიანში დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია, რის შემდეგაც 50 000 ევრო ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა
ინტერპრესნიუსი

ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემა Il Riformista-ს ინფორმაციით, ივნისში, 53 წლის ქართველმა ქალმა ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში 70 წელს გადაცილებული წყვილის მომვლელად დაიწყო მუშაობა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაუჩინარდა.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილმა ოჯახიდან 50 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქურდობამდე წვნიანი მოამზადა, რომელშიც წყვილის დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია.

როგორც გამოცემა წერს, გამოძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და პოლიციამ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დადგენა გასულ კვირას შეძლო.

დაკავებისას ეჭვმიტანილს იმავე ნარკოტიკული საშუალების ბოთლი უპოვეს, რომელიც ექსპერტიზამ დაზარალებულების წვნიანში აღმოაჩინა. ასევე, დაკავებულს თან ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც სხვის სახელზე იყო რეგისტრირებული.

სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და მიიმალა" - პოლიციამ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები