პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში სკოლის მე-8 კლასელი მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 76 წლის ფიზიკის მასწავლებელი დააკავეს, რაც შსს-მ დაადასტურა.

თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
TV პირველი

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში მასწავლებელი დააკავა - ფაქტს "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყებაში ამბობენ, რომ პირი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ინფორმაცია, რომ მე-8 კლასელმა მოსწავლემ 76 წლის მასწავლებელს უჩივლა, თავდაპირველად "სანდო წყარომ" გაავრცელა.

გამოცემა სკოლის მშობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსწავლემ, მეგობრის დახმარებით, ვიდეოს გადაღება შეძლო და ამის შემდეგ, პოლიციას მიმართა.

76 წლის ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა, პატიმრობაშია.

ირკვევა, რომ კაცი უკვე 55 წელია, რაც სკოლაში მუშაობს და იმედს იტოვებენ, რომ ფაქტის შეფასება არასწორად მოხდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები