პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში 76 წლის ფიზიკის მასწავლებელი მე-8 კლასელი მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. სკოლის პედაგოგების ნაწილი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მოსწავლე იტყუება.

რას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
TV პირველი

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, რომლის ფიზიკის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, მასწავლებლების ნაწილს საუბარი არ სურს - ნაწილმა კი დღეს სკოლაში მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ სასწავლო ნაწილის გამგეს უმძიმეს ბრალდებას მერვე კლასელი გოგონა უგონებს.

თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

"ტყუილია ყველაფერი. არ მჯერა ამ გოგოსი. (ვიდეოკადრები ნახეთ?) კარგით რა ყველაფერს აკეთებენ" - ეუბნება ერთ-ერთი მასწავლებელი "პირველებს".

ამ ეტაპზე უცნობია, რჩება თუ არა სკოლაში მერვე კლასელი გოგონა - ამ საკითხზე სკოლაში არ საუბრობენ და "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ.

მერვე კლასელი გოგონა მასწავლებელს გარყვნილ ქმედებებში ადანაშაულებს. უმძიმესი ბრალდებით 76 წლის პედაგოგია დაკავებული. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

76 წლის ფიზიკის მასწავლებელი, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
  2. ფორმულაოპოზიციურითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციური76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები