პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევა გოცირიძე მოსარჩელეს ოპოზიციაზე - თუ ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? ეს ხომ არ გახდება, პირიქით, გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, ქართული საზოგადოება ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომაა საჭირო ოპოზიციის აკრძალვა, თუ ის ისედაც მილევად რეჟიმშია. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ მათი მიზანი კონსტიტუციის დაცვაა და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა.

ევა გოცირიძე მოსარჩელეს ოპოზიციაზე - თუ ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? ეს ხომ არ გახდება, პირიქით, გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, ქართული საზოგადოება ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა
ინტერპრესნიუსი

თუ ისინი [ოპოზიცია] ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? ეს ხომ არ გახდება პირიქით, პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, მოგეხსენებათ, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეზე რომაა და ეს მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოოდ, რაში გვჭირდება ეს ყოველივე? - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

გოცირიძის თქმით, „რომ არა ეს „ერთმანეთის ცოდვების შლეიფი“, ცალ-ცალკე პარტიების ქმედებები იქნებოდა თუ არა საკმარისი მათ ასაკრძალად?!“

„კითხვა ეხება თქვენი სარჩელის ცენტრალურ საკითხს „ერთიანი ორგანიზმის თეორიას“. ფაქტია, რომ ეს არის ერთგვარად შინაარსობრივი მახასიათებელი, რომელმაც უნდა შეიძინოს ჩვენთვის სამართლებრივი მნიშვნელობა, იმისთვის, რომ დავეყრდნოთ. თქვენ ამ „ერთიანი ორგანიზმის თეორიას“ აფუძნებთ ორ გარემოებას, ერთი მხრივ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი და მეორე მხრივ უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. ვხედავდით, რომ სხვადასხვა ტიპის პლატფორმები შედგა. არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ, არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის რომ ისინი ერთმანეთის ცოდვების შლეიფით აღმოჩნდნენ დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება? რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებები იქნებოდა თუ არა საკმარისი მათ ასაკრძალად? შემდეგი კონტექსტი უკავშირდება მათ დღევანდელ რეიტინგს - თუ მათი რეიტინგი ისედაც მცირეა და მმართველი პარტიისგანაც არაერთხელ გამიგია, რომ „განულებული პარტიები არიან“, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? და ბოლო კონტექსტი - [შესაძლო აკრძალვა] ეს ხომ არ გახდება პირიქით, პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, და ეს იქნებ არ იყოს თქვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, სასარგებლო?! თქვენ მოგეხსენებათ, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეზე რომაა და ეს მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოოდ, რაში გვჭირდება ეს ყოველივე?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

გოცირიძის კითხვას მოსარჩელე მხარიდან უპასუხა არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია კონსტიტუციის განუხრელად დაცვა.

„ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის, უფრო მიზანშეწონილია, ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რაც უფრო მეტად თვალსაჩინო არის იმ პარტიებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ჩვენს ოპონენტებს წარმოადგენენ და არიან ოპოზიციურ ფლანგზე დაბანაკებულები, ამ პარტიების ეს საქმიანობა საზოგადოებისათვის ცნობილია. ცნობილია თუ რა აქვთ გაკეთებული წარსულში, რას აკეთებენ აწმყოში და რა სამომავლო მიზნები აქვთ. ამიტომ სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის პირიქით არის, რომ მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზედაც ყველამ ყველაფერი იცის და მხარდაჭერა ჩვენი გაცილებით უფრო დიდია, რაც ორ არჩევნებში, სულ ბოლო არჩევნები რომ ავიღოთ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში და 2025 წელს თვითმმართველობის არჩევნებში, დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ხმები, მილიონ 120 000-ზე მეტი მხარდაჭერის სახით არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან.

ამიტომ აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ და ვართ რა კონსტიტუციის ერთგულნი, რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საჯაროდ ცნობილი ფაქტებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათი ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ჩვენი მიზანი არის, რომ კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და ზოგადად კონსტიტუციური წყობილება და ამ კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნა არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსს, მიენიჭა თუ არა მსხვერპლის სტატუსი, მაგალითად, "ჰერი ბატასუნა და ბატასუნა" ან „რეფაჰის პარტიას“ ან სხვა პარტიას? ევროპის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა საქმიანობა ან შეუჩერდა პოლიტიკური საქმიანობა. იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლები? შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა. ეს მათი შეხედულებაა და ჩვენ მათი აზრის თავისუფლებას ვერ შევაფასებთ, თუმცა გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა შეგვიძლია.

რაც შეეხება მათ რეიტინგებს და იმას, რამდენად ასახავს IRI-ის კვლევა მათ რეიტინგებს, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, თითქოს ამ კვლევის შესახებ არაფერი სმენოდათ, ასეთი კვლევა არ არსებობდა და ბუნებაში არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყო. ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით კომენტარი. მნიშვნელოვანია, რა პრინციპითა და მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ავტორი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და არ ავრცელებს. მთავარი საკითხი, მათ შორის, ისიც არის, თუ რას აკეთებენ ახლა ეს პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიპარტიების შესაძლო აკრძალვა ხომ არ გახდება მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? – გოცირიძის კითხვა „ოცნებას“
  2. TV პირველიოპოზიციურიპარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას"
  3. ალიაოპოზიციური“ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?” – მოსამართლე “ოცნებას”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უნდა შეერაცხოთ თუ არა სხვა პარტიებს „ნაცმოძრაობის“ ქმედებები? - მსჯელობა საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები