პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე856 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანა წითლიძე – სააკაშვილს უკეთებია არაერთი განცხადება, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები, ამას პასუხად ვამბობ, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნები856 ჩანაწერი · 13 მედია

პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას"

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა, თუ ოპოზიციურ პარტიებს ნულოვანი რეიტინგი აქვთ, ხომ არ გახდება მათი აკრძალვა პოლიტიკური თვალსაზრისით მათივე გაძლიერების ბიძგი.

პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას"
TV პირველი

პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - ეს კითხვა დაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.

მოსამართლემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ასევე ჰკითხა, თუ მათივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს 0 რეიტინგი აქვთ, მაშინ რაღა საჭიროა მათი აკრძალვა.

თქვენ ამ ერთიანი ორგანიზმის თეორიას აფუძნებთ ორ გარემოებას - ერთის მხრივ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, მეორე უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა. არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეუფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ ისინი ერთმანეთის ცოდვების შლეიფით იქნან დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებების იქნებოდა თუ არა საკმარისი?

მმართველი პარტიისგან არაერთხელ გამიგია ტერმინი, რომ ისინი განულებული პარტიები [ოპოზიციური] არიან, მათი რეიტინგი 0-ის ტოლიაო და ა.შ. ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ. ეს ხომ არ გახდება, პირიქით მათი გაძლიერებისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბიძგის მიმცემი?

მოგეხსენებათ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს რომ არის და მსხვერპლის სტატუსს, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?". - თქვა მოსამართლემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიპარტიების შესაძლო აკრძალვა ხომ არ გახდება მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? – გოცირიძის კითხვა „ოცნებას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ედიშერ გვენეტაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „მიმდინარეობს ისეთი პროცესი, რომელსაც დაჩქარება არცერთ შემთხვევაში არ ეგების, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ფუნდამენტურად უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი სამართლებრივად უნდა იყოს გაწერილი და სკრუპულოზურად გაკეთებული“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები